კახა კალაძე: მჯერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში

მჯერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში წვლილი შეიტანა.

„საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზებისა და ოსების კუთვნილებაცაა. მჯერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები