“11 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა” – ირაკლი კობახიძე
“11 წლის წინ აქ, თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.
„საქართველოს დღევანდელ წარმატებას მაშინ ჩაეყარა მყარი საფუძველი. ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, თუმცა, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატი მიანიჭა.