“უდიდესი პატივია, ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართველ ხალხს; გილოცავ, საქართველო” – შალვა პაპუაშვილი

„იშვიათი და უდიდესი პატივია, ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართველ ხალხს. გილოცავ, საქართველო – მდიდარო, მრავალსაუკონოვანი ისტორიითა და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებით და ბრძენკაცებით. მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის. შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო – გილოცავ დღევანდელ დღეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც, მისივე ინიციატივით, ღონისძიება – „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.

„მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა. ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალო გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა, ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები