“საჭიროების შემთხვევაში ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ” – ორბანი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ვეტოზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამ პროცესის დაბლოკვისთვის კიდევ ბევრი შესაძლებლობა ექნება.

ამის შესახებ მან Kossuth Rádió-ს ეთერში ისაუბრა.

“ერთი რამ ცხადია: ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. საჭიროების შემთხვევაში, უნგრეთის პარლამენტი ხელის მუხრუჭს გამოიყენებს”, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, რვა საათი დახარჯა ევროკავშირის ლიდერების დასარწმუნებლად, “რათა არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა, “მათი დარწმუნება ვერ შევძელი”.

“მათი გადამწყვეტი არგუმენტი იყო ის, რომ უნგრეთს არაფერი აქვს დასაკარგი, რადგან ეროვნული პარლამენტები იტყვიან საბოლოო სიტყვას, ამიტომ, უნგრეთის პარლამენტს შეუძლია ამის წინააღმდეგ ხმა მისცეს. კიდევ 75 შესაძლებლობა იქნება, როდესაც ქვეყანას ამის შეჩერება შეეძლება”, – დაასკვნა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები