ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა რიგაში მონაწილეობა მიიღო რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში „რა შეიძლება იყოს შემოთავაზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე?“ (What Can Be Offered at the Riga Eastern Partnership Summit?). ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს. კონფერენციის მონაწილეების წინაშე გამომსვლელების მხრიდან, რომელთა შორის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც იმყოფებოდა, ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ცალსახად აღინიშნა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება იქნება ამ მხარდაჭერის საუკეთესო დადასტურება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PEkVH-8Ivgs” width=”560″ height=”315″]