ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან

ოპოზიციონერი დეპუტატები: თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ და აცხადებენ, რომ ამ პროცესს თან ახლავს პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან. ამის შესახებ დეპუტატებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
„უმნიშვნელოვანესია, მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის, ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას.
ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ და ვაპირებთ ამ პროცესში სერიოზულად ჩავერთოთ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და ერთად მუშაობას. ურთულესი პროცესი იქნება, მაგრამ დღეს არ არის პრობლემებზე საუბრის დღე, გვინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცოთ,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები