კალაძე – საკრებულოს ოპოზიციას: მადლობას თქვენც იმსახურებთ, ცილისმწამებლური განცხადებებით, მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილებების გამოტანაში ეხმარებით
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკრებულოში ასევე იმსახურებთ მადლობას, რადგან მართალია უმეტესად უსაფუძვლო, სპეკულაციებითა და ცილისწამებით გაჯერებული განცხადებები გვესმის თქვენგან, მაგრამ ამით ეხმარებით მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილებების თუ დასკვნების გამოტანაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა – კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს საკრებულოში, უმრავლესობის წარმომადგენლებს. სწორედ თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, ღირსეულად ვემსახუროთ ქალაქს, გავუმკლავდეთ გამოწვევებს და განვახორციელოთ ბევრი სასიკეთო პროექტი. ვფიქრობ, თქვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკრებულოში, ასევე იმსახურებთ მადლობას, რადგან მართალია უმეტესად უსაფუძვლო, სპეკულაციებითა და ცილისწამებით გაჯერებული განცხადებები გვესმის თქვენგან, მაგრამ ამით სწორედ თქვენ ეხმარებით მოსახლეობას სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების თუ დასკვნების გამოტანაში. არჩევნებზეც შედეგი სახეზეა – მომდევნო წლების განმავლობაში ეს ასე იქნება და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მერმა.