საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ულოცავს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
„ძვირფას ილია დარჩიაშვილს და ქალბატონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვულოცავ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – წერს კოლონა სოციალურ ქსელში.