ჯოზეფ ბორელი: დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ
დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით, მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი“, – წერს ბორელი X-ზე.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი, აყვავებული და სტაბილური ევროპისკენ.
Today, we take a historic step towards a stronger European family by opening negotiation with Ukraine & Moldova, granting candidate status to Georgia and opening negotiations with Bosnia & Herzegovina once the necessary degree of compliance with membership criteria is reached
->— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) December 14, 2023