რუმინეთში რუსული “შაჰედი” ჩამოვარდა – საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩია დაბარებული

რუმინეთის ტერიტორიაზე გვიან ღამით რუსული დრონი იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც “რაშისტები” ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას უტევდნენ.

ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ დრონი ​ტულჩინის ოლქის გრინდას რაიონში ჩამოვარდა, სადაც უკვე გვიან ღამით თავდაცვის უწყების შერეული ჯგუფები გაემგზავრნენ.

ადგილზე 1,5 მ სიღრმის კრატერია აღმოჩენილი.

უწყებაში განაცხადეს, რომ “კატეგორიულად გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს დუნაიზე უკრაინის პორტების ცალკეულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ელემენტებზე. ეს თავდასხმები გაუმართლებელია და სერიოზულად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს”.

მომხდართან დაკავშირებით რუმინეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი, ვალერი კუზმინი დაიბარეს.

უწყება “ძლიერ პროტესტს გამოთქვამს დრონის უკონტროლო ჩამოვარდნის გამო, რომელიც უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დროს გამოიყენებოდა. ეს არის რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და საერთაშორისო კანონს ეწინააღმდეგება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები