ორბანი მაკრონს, მიშელს, შოლცსა და ფონ დერ ლაიენს შეხვდა

ევროკავშირის საბჭოს სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა – ოლაფ შოლცმა, ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამართეს.

ამის შესახებ ორბანის პრესმდივანმა განაცხადა.

Deutche Welle წერს, რომ ორბანი ცდილობდა, გაემართლებინა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციისა და სხვა საკითხების მოტივით. სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კრიტერიუმები არ დაუკმაყოფილებია და გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება კიევთან შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები