“ორბანი და ფიცი პროეროვნული პოლიტიკოსები არიან, ასეთები აღარ არსებობენ” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერმინისტრები – ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცი “პროეროვნული” პოლიტიკოსები არიან.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციის ფარგლებში თქვა.
“არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი პროეროვნულები” არიან, ასეთები აღარ არსებობენ, დანარჩენები – “უფროს ძმაზე” არიან დამოკიდებული”, – თქვა კრემლის ლიდერმა.