სერგეი ლავროვი: ევროკავშირში უკვე გაისმის საღად მოაზროვნე ხმები

  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან გაუცხოება გაივლის.აღნიშნულის შესახებ მან “ТВ Центр”–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღმავებით და განმტკიცებით არის დაინტერესებული.”დარწმუნებული ვარ, ეს გაივლის. ევროკავშირში უკვე გაისმის საღად მოაზროვნე ხმები”, – განაცხადა ლავროვმა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა დასავლელი კოლეგები, მათ შორის ევროკავშირიდან, ძველებურად ახორციელებენ სატელეფონო ზარებს, ჩადიან რუსეთში და რუსეთის წარმომადგენლებს თავისთან იწვევენ.
შეგახსენებთ,რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები