ღაზაში დაღუპული, ისრაელის ჯარისკაცების რიცხვი 116-მდე გაიზარდა
IDF-ში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში 13 დეკემბერს კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკარგეს, რის შედეგადაც სახმელეთო ოპერაციამ უკვე 116 სამხედროს სიცოცხლე შეიწირა.
დაღუპულია რეზერვისტი სერჟანტი, 38 წლის ელიშა ლევენშტერნი.
ლევენშტერნი დაიღუპა და კიდევ ერთი სამხედრო იმ დროს დაიჭრა, როდესაც მათ ტანკს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა მოხვდა.