“ვთხოვე, ერთი მიზეზი მაინც დაესახელებინა, რატომ უნდა დაბლოკოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება, პასუხს ველოდები” – ზელენსკი ორბანთან საუბარზე

Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან საუბრისას სთხოვა დაესახელებინა, სულ მცირე, ერთი მიზეზი მაინც, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში.

ამის შესახებ მან ოსლოში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტის მონაწილეებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო განსაკუთრებით ან მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს ასეა. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ კონსტრუქციული შეხვედრა ჩვენს სახელმწიფოებს შორის, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საზღვრები, ჩვენ მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე წამოვწიე, ეხებოდა სწორედ იმას, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, უნდა მოვაგვაროთ პრობლემები. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ უნდა შევხვდეთ. მე ვაჩვენე მას ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ამ იდეის მიმართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მიანიშნა ორბანს, რომ არ აქვს მიზეზი, დაბლოკოს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში.

„მე ვთხოვე, ერთი მიზეზი მაინც დაესახელებინა. სამი, ხუთი, ათი კი არა, არამედ მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები