ნორვეგია უკრაინას 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს

ნორვეგია უკრაინას 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტორემ ოსლოში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობამ უნდა გადაუხადოს ხელფასი ექთნებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სხვა მუშაკებს.

სტორეს თქმით, მისი სახელმწიფო უკრაინას 2024 წელს პირველივე თვეებიდან დაუჭერს მხარს. ეს ეხება, კერძოდ, უკრაინაში კრიტიკული სერვისების მხარდაჭერას, რათა არ მოხდეს უკრაინელებისთვის მიწოდების შეფერხება.

გარდა ამისა, ნორვეგია კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის და ზრდის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსებას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მეტი საბრძოლო მასალა აწარმოოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები