“მხარს დავუჭერთ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა, ის სრულიად მოუმზადებელია” – რობერტ ფიცო
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
ამის შესახებ Dennik N წერს.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად “სრულად მოუმზადებელია”.
“არ შევეწინააღმდეგებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. უკრაინა აბსოლუტურად არ არის მზად მოლაპარაკებების დასაწყებად”, – განაცხადა რობერტ ფიკომ.