საქსტატი: იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 14.7%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 626.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია,- ამის შესახებ  ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აქედან, ექსპორტი გაიზარდა 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.3 პროცენტით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 8 მილიარდ 457 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები