“რა სარგებელს მოუტანს უკრაინა ევროკავშირს, 7 წლის განმავლობაში 190 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი ხარჯის გაღება მოგვიწევს” – ორბანი

“რა სარგებელს მოუტანს უკრაინა ევროკავშირს – ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი”,- ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტში პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარდგენის დროს თქვა.

ამის შესახებ Portfolio წერს.

“ამას ვერავინ იტყვის, რადგან უკრაინა საომარ მდგომარეობაშია და დასასრული არ ჩანს. ტერიტორიის გარდა, ევროკავშირის სუბსიდიების საფუძველი – მოსახლეობაა. ღირს თუ არა უკრაინელი ლტოლვილების მრავალმილიონიანი მასის განხილვა მომავალი უკრაინის ნაწილად? ეს უცნობია. არსებობს გამოცდილება ორ სფეროში, სადაც ევროკავშირმა უკრაინას ეკონომიკური შესაძლებლობები გაუხსნა: სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. აქ ზომები იყო საჭირო გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად”, – თქვა მან.

ორბანმა ასევე ეკონომიკურ შემადგენელზეც ისაუბრა და რიცხვები მოიყვანა.

“უკრაინის მზარდი განვითარების გამო, ევროკავშირის ბიუჯეტს 7 წლის განმავლობაში 190 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევს. ეს არის მთლიანი ბიუჯეტის 17%, რომელიც ერთი ქვეყანა შთანთქავს”,- თქვა მან.

უნგრელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ “7-წლიანი ციკლის განმავლობაში უკრაინელ ფერმერებს შეუძლიათ, მოითხოვონ 93 მილიარდი ევრო ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების სახით. ამჟამად, ყველაზე დიდი ბენეფიციარი საფრანგეთია – 65 მილიარდი ევროთი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინა მიიღებს ათჯერ მეტ თანხას, ვიდრე უნგრეთი“.

მისი შეფასებით, უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი “ყურებამდე ამერიკელებს აქვთ ნაყიდი”, ამიტომ, უკრაინაში შესული, ევროკავშირის შესაძლო სოფლის მეურნეობის სუბსიდიების უმეტესი ნაწილი ამერიკაში წავა.

ორბანი ასევე ამბობს, რომ უკრაინას უნდა გამოეყოს 87 მილიარდი ევრო ერთიანობის ფონდებიდან, რაც 3-ჯერ მეტია ვიდრე უნგრეთი იღებს.

“ეს არის აბსურდი, სასაცილო და გაუაზრებელი, ამიტომ, ხელისუფლება ამის მხარდაჭერას არ აპირებს”, – დაასკვნა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები