„სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება ოპონირება გასწიო“

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა.
როგორც უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, დემოკრატიის განვითარების მთავარი პრინციპია კანონის წინაშე ყველას თანასწორობა.
„ოპონირება ოპონირებაა, მაგრამ მავნებლობა მავნებლობაა. სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება ოპონირება გასწიო. ჩემი ღრმა პატივისცემის და დიდი მადლიერების მიუხედავად აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტისადმი, რომელიც გვეხმარება სწორედ დემოკრატიის განვითარების პროცესში, მე ამ კონკრეტულ შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი და ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები