გიორგი სიგუა: სასულიერო პირები ითხოვდნენ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ “სნო”-ო

   სასულიერო პირები ითხოვდნენ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ “სნო”-ო. ამის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნიკიტა მარშუნოკსა და ეკლესიას შორის შეთანხმებაც კი შედგა ფესტივალზე მხოლოდ “სნოს” შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით ეკლესიას სხვა მოთხოვნები გაუჩნდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“სნოს“ სურდა, რომ ისინი წყლის ექსკლუზიური გამყიდველები ყოფილიყვნენ, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული ლოტი იყო, სნო ამას აბსოლუტურად უფასოდ ღებულობდა. ეს იყო მათი მოთხოვნა, რომ წყალი მათ უნდა გაეყიდათ. შევთანხმდით, ეკლესია ითხოვდა “სნოს” შემოტანას. თვითონ სასულიერო პირები ითხოვდნენ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ “სნო“-ო. თავად კომპანია კი არ მოსულა. ეს გაიტანეს, მაგრამ შემდეგ სხვა რაღაცებიც მოითხოვეს და წარმოიშვა ნიკიტა მარშუნოკსა და მათ შორის ბიზნესდაპირისპირება, თქვენ რა გგონიათ, სასულიერო პირები არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, ფირმები აქვთ, ბიზნესს აწარმოებენ, გადასახადებს არ იხდიან“, – განაცხადა სიგუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები