„ზღაპარი შობის ვარსკვლავზე“ – ნატალია ტროჰიმის საბავშვო წიგნის წარდგენა გაიმართება
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი, ნატალია ტროჰიმი, საბავშვო წიგნის – „ზღაპარი შობის ვარსკვლავზე“ – წარდგენას გამართავს.
„წიგნი გვიამბობს შობის ვარსკვლავზე, რომელსაც უკრაინისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს − ომამდე ქალაქ ლვოვში ყოველწლიურად შობის პერიოდში ვარსკვლავების დიდი ფესტივალი იმართებოდა.
ნატალია ტროჰიმის თქმით, მისთვის შთაგონების წყარო გახდა უკრაინელი ფილოსოფოსის, გრიგორი სკოვოროდას ფრაზა: „ყველა უხილავი არანაკლებ დიდებულია, ვიდრე ხილული“. სწორედ ამიტომ, მწერალი მისივე წიგნით ბავშვებს მოუწოდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის უხილავი ძალა, რომელიც მომავალში აუცილებლად იპოვის გამოვლენის ფორმებს“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამომცემლობა: „კუნძული“;
ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე;
წიგნი ორენოვანია: პირველი ნაწილი არის უკრაინულ-ქართული გამოცემა, ხოლო მეორე − ქართულ-უკრაინულია.