გია ვოლსკი: NDI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მთლიანი ოპოზიციის რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს
,,NDI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მთლიანი ოპოზიციის რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა მმართველი გუნდის რეიტინგი უფრო მეტია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, NDI-ის რიცხვი რეალობას არც ერთხელ დამთხვევია.
„არ მახსოვს, ერთი კვლევა მაინც ჩატარებულიყო ისეთი, რომ შედეგი და კვლევა რიცხვებში ერთმანეთს დამთხვეოდეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მთლიანი ოპოზიციის რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა, რიცხცები ისეა წარმოდგენილი, რომ კიდევ არსებობს პერსპექტივა, შეიცვალოს ის ფორმულა, რომელიც „გორბის“ კვლევაშიც იყო წარმოდგენილი. გადაუწყვეტელთა იმხელა რაოდენობაა მითითებული, რომ ეს არარეალური ლაპარაკის შესაძლებლობას ქმნის. გამოცდილება არსებობს, როცა NDI-ის რიცხვები და არჩევნების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვების ერთად. ოპონენტები რას ამბობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც აწყობთ, იმას ამბობენ. 19 პროცენტი სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც რეალური მაჩვენებელი ჰქვია. გადაუწყვეტელთა ამხელა რაოდენობის მითითება პერსპექტივას უტოვებს რეიტინგის არმქონე პარტიებს. NDI-ის ციფრი რეალობას არცერთხელ დამთხვევია. რასაკვირველია, მმართველი გუნდის რეიტინგი უფრო მეტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.