ილია დარჩიაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბორელი, ასევე პარტნიორი ქვეყნების საგარეო მინისტრები, მათი ლიდერები აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგებზე

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბატონი ბორელი, ასევე პარტნიორი ქვეყნების საგარეო მინისტრები, მათი ლიდერები აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგებზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ რეფორმები მომავალში გავაგრძელოთ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში მონაწილეობს.

მისივე თქმით, დღეს არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს.

„ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ კავშირშია განგრძობად რეფორმებთან. შესაბამისად, ის, რომ დღეს არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს ამ რეფორმების მიმართულებით, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს გვაძლევს ახალ ძალას, ახალ იმპულსს იმისთვის, რომ სწორედ ის სამოქმედო გეგმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად შექმნა, არის გზა მომავალში ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მიღება. საქართველოში განხორციელებული რეფორმები იძლევა ამის საფუძველს და ჩვენი პარტნიორები სწორედ ამაზე საუბრობენ. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ ახალ ფაზაში გადაინაცვლოს – გაწევრიანების შესახებ დავიწყოთ მოლაპარაკებები და დავსვათ წერტილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში საბოლოო წევრობისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები