ნიკოლოზ მჟავანაძე: მურმან დუმბაძე მიხეილ სააკაშვილისგან და ლევან ვარშალომიძისგან დირექტივებს იღებს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე დირექტივებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან იღებს, – ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მურმან დუმბაძე და მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე წლებია, გარიგებაში არიან მიხეილ სააკაშვილთან და ასე იცავენ საკუთარ ბიზნეს-ინტერესებს.
„მურმან დუმბაძის ბოლო პერიოდის აქტივობები აჭარის ხელისუფლებებს შორის არსებულ ვითარებაზე,უკავშირდება იმ დირექტივებს, რომელსაც მას აძლევენ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე.
მურმან დუმბაძეს სურს არეულობის შეტანა აჭარის რეგიონში. რამდენიმე დღის წინ ციხიდან გიგი უგულავასწერილი გავრცელდა, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ უნდა შეეტანათ არეულობა თბილისში. ეს ჯაჭვი მოდისაჭარის რეგიონამდეც. გარკვეული კომპრომატები ჰქონდა წინა ხელისუფლებას მურმან დუმბაძის მიმართ. მას დამის ძმას ნუგზარ დუმბაძეს მშვენივრად ჰქონდათ აწყობილი ბიზნესი და ის, რომ გარკვეული განცხადებებიკეთდებოდა მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, არაფერს ნიშნავდა, რადგან იყო დანიშნული ოპოზიცია,დანიშნული მაგინებლები სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
დღეს მურმან დუმბაძე ყველანაირად ცდილობს, გაკეთდეს მისი მხრიდან განცხადებები, რათა არეულობა იქნასშეტანილი აჭარაში”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.