„სამეულის სამხედრო ბლოკის შექმნა საქართველოს საფრთხეს ვერ შეუქმნის“

  რუსეთს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო ბლოკის შესაძლო შექმნას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გამოეხმაურა. რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარია ნატოს ანალოგის შექმნაზე.
როგორც თავდგირიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ამ გაერთიანების შექმნის შემთხვევაშიც ის რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო საფრთხის შემცველი ვერ იქნება.
„სერიოზულად განხილვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სამხედრო ბლოკში გაერთიანება ნატოს ალტერნატივა შეიძლება იყოს, ძალიან სასაცილოა. ამ ორი ე.წ. კვაზი სახელმწიფოს პონტენციური შესაძლებლობების, როგორც მათი რაოდენობრივი, ისე ეკონომიკური პოტენციალისა და „სახელმწიფოების“, ზოგადად, ფუნქციონირებიდან გამომდინარე. ისინი რუსეთისთვის ზედმეტ დანამატს და ხარჯს წარმოადგენენ. შეუძლებელია, მათ იმაზე მეტი შემატონ რუსეთს, ვიდრე ახლა არიან. ისინი რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო პოტენციალს ვერ შექმნიან“,- განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები