რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ჟენევაში დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი უხელმძღვანელებს
ჟენევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ჯგუფის მოლაპარაკებებზე უკრაინის თემაზე რუსეთის დელეგაციას სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი უხელმძღვანელებს. ნარიშკინმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ილკა კანერვას დაპატიჟება მიიღო.
„როგორ არ უნდა დავთანხმებულიყავი, როდესაც ინიციატივის ავტორი ვიყავი“, – განაცხადა ნარიშკინმა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების 12 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.