„ზრდილობიანი ადამიანების“ დღესასწაული რუსეთში პუტინის დაბადების დღეს აღინიშნება
რუსეთის დუმაში „ზრდილობიანი ადამიანების“ დღის დაწესების შეთავაზება შევიდა. ამ ინიციატივით პარტია პენსიონერები სამართლიენობისთვის ლიდერი იგორ ზოტოვი გამოვიდა. ახალი დღესასწაული ნიღბიან სამხედროებს ეძღვნება, რომლებიც ყირიმში რეფერენდუმის დროს უსაფრთხოებას აკონტროლებდნენ. კერძოდ, ისინი ნახევარკუნძულზე უკრაინული ჯარის გადაადგილებას ბლოკავდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ ეს „ზრდილობიანი ადამიანები“ რუსეთის ჯარის წარმომადგენლები იყვნენ. დღესასწაული 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეს უნდა დაემთხვეს.