ცნობილი რუსი ადვოკატის ტატიანა აკიმცევას მკვლელობა ვიდეოკამერებზეა გადაღებული (ვიდეო)
ცნობილი რუსი ადვოკატის ტატიანა აკიმცევას მკვლელობა გარე დაკვირვების კამერებზეა გადაღებული. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „ლაიფ ნიუსი“ წერს.
აკიმცევასთან ერთად მოსკოვის ცენტრში ქილერმა ადვოკატის მძღოლიც დაცხრილა. კადრების თანახმად, მკვლელი აკიმცევას სახლის ეზოში ელოდებოდა. როდესაც მანქანა ეზოში შემოვიდა, მძღოლი გადავიდა მანქანიდან და საბარგულთან მივიდა. მკვლელმა თავიდან ორჯერ მძღოლს ესროლა, რის შემდეგ ის აკიმცევს დაედევნა, რომელიც სადარბაზოში შედიოდა. ქილერმა აკიმცევას ასევე ორჯერ ესროლა.
ცნობილია, რომ ტატიანა აკიმცევა ორეხოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების საპირისპიროდ გამოდიოდა სასამართლოში და დაზარალებულების ინტერესებს იცავდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7Sn_pYK3218″ width=”560″ height=”315″]