რუსი მეზღვაურები „მისტრალით“ პირველი სწავლების ჩასატარებლად ღია ზღვაში გავიდნენ
რუსი მეზღვაურები „მისტრალით“ პირველი სწავლების ჩასატარებლად ღია ზღვაში გავიდნენ. „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, გემი სანაპიროსკენ რამდენიმე დღის შემდეგ, 22 სექტემბერს უნდა მობრუნდეს. ფრანგული „მისტრალის“ მართვის სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად სენ-ნაზერში 400 რუსი მეზღვაური ჩავიდა. „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვის შემთხვევაში, სწავლების დამთავრების შემდეგ ისინი გემით სანქტ-პეტერბურგში, მერე კი ვლადივოსტოკის ახალ პორტში დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, წინა კვირას ნატოს სამიტის შედეგად საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთისთვის „მისტრალის“ მიწოდების შესახებ ოქტომბრის ბოლოს იქნება მიღებული.