არსენი იაცენიუკი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პოროშენკოსგან დამოუკიდებლად მიიღებს

  არსენი იაცენიუკი 26 ოქტომბერს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პეტრო პოროშენკოს ბლოკისგან დამოუკიდებლად მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იალტის მე-11 ყოველწლიური ევროპული სტრატეგიის (YES) შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩვენ არჩევნებზე პრეზიდენტთან ერთად უნდა წავსულიყავით, მაგრამ პრეზიდენტის პარტია, პოროშენკოს ბლოკი –არ მაკმაყოფილებს. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა ბანაკებში ვართ, თუმცა გაერთიანებული ვართ ცვლილებებისა და რეფორმებისთვის”, – განაცხადა იაცენიუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები