არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მრავალი წლის და ბევრი პოლიტიკური თაობის ოცნება ავასრულეთ, როცა შემოვიტანეთ პარტიების დაფინანსების მექანიზმი

არავითარი შემოწირულების პრობლემა არ იქნება – ვისაც უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, შესწირავს და დააფინანსებს. არავითარი ბარიერი არ იქნება ამ კუთხით , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რაც შეეხება კომპანიების შეზღუდვას, ეგ უფრო ჩვენთვის არის შეზღუდვა, თორემ ნაცმოძრაობას არცერთი ბიზნესი არ ენდობა ამ ქვეყანაში. გარდა იმ ბიზნესებისა, რომელიც მათ აქვთ შემორჩენილი. ჩვენ ვიწესებთ თვითშეზღუდვას და არა ნაცმოძრაობა და ოპოზიცია. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მრავალი წლის და ბევრი პოლიტიკური თაობის ოცნება ავასრულეთ, როცა შემოვიტანეთ პარტიების დაფინანსების მექანიზმი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები