„თბილისური კოლექცია“ – ნოდარ სუმბაძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ ნოდარ სუმბაძის ახალი წიგნის – „თბილისური კოლექცია“  წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოცემაში შესულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის კაპიტელების, დეკორის, ქანდაკებების გამოსახულებები.
ნოდარ სუმბაძე: „წარმოიდგინეთ, რომ ეს გახლავთ რესტორნის მენიუს მსგავსი გამოცემა, რომელიც გთავაზობთ XIX საუკუნის თბილისის ისტორიული შენობების არქიტექტურულ ნაწილებს – თითოეული ადამიანი იპოვის მოსაწონს“.
ნესტან ნენე კვინიკაძე: „როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, რომ ასე გულში ჩახედო და არაფერი გამოგრჩეს… გამოცემაში წარმოდგენილ თითოეულ ნიმუშს ერთვის მისამართი, თუ სად მდებარეობს და საკუთარი ექსკურსიის შედგენა შეიძლება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები