ტარიელ ფოცხვერიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

  „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებულ ტარიელ ფოცხვერიას სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ფოცხვერიასთან ერთად ბრალდებულ 3 პირს სასამართლომ 6 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ერთი ბრალდებული კი მოსამართლის გადაწყვეტილებით დარბაზიდან გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორს, რასაც სასამართლო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოსამართლემ სხდომა სასწრაფო წესით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ტარიელ ფოცხვერიამ კანონიერი ქურდობის ბრალდებით პატიმრობაში 7 წელი გაატარა, მან საპატიმრო 2013 წელს დატოვა. გათავისუფლების შემდეგ ფოცხვერია რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ისევ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები