რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ლუგანსკში ჩავიდა

  რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული დახმარების 70-ზე მეტი მანქანა ლუგანსკში ჩავიდა. ავტომობილებიდან პროდუქტების და სხვა ნივთების გადმოტვირთვა უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. ჰუმანიტარული დახმარება შაქარს, მარცვლეულს, სხვა საკვებ პროდუქტებს და საჭირო ნივთებს შეიცავს. კოლონის გადაადგილების დროს არანაირი ინცინდენტი არ მომხდარა. მას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები აცილებდნენ. ჰუმანიტარული დახმარების საერთო წონა 2 000 ტონაა. საკვები პროდუქტების გარდა, ტვირთი წყლის გამწმენდ აპარატებს, ელექტროგენერატორებს და ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგების გადასალახად საჭირო სხვა საშუალებებს შეიცავს.

10668151_832804246759815_1013099925_n

10668775_832804250093148_823841486_n

10685168_832804243426482_1601062798_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები