Reuters: უკრაინამ ვაშინგტონს საჭირო იარაღის სია წარუდგინა
უკრაინამ შეერთებული შტატებისგან ახალი ტიპის იარაღი ითხოვა, მათ შორის – გამანადგურებლები F/A-18 Hornet, დამრტყმელი ვერტმფრენები Apache და სხვა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს „იარაღის სია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ვაშინგტონში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სააგენტოს წყაროების თანახმად, სიაში შედის ისეთი იარაღი, რომელიც უკრაინას უკვე აქვს, მათ შორის -ტანკები Abrams, და 155 მმ-იანი არტილერია, დრონები და შორი მანძილის რაკეტები ATACMS.
მაგრამ სიაში არის რამდენიმე ახალი პუნქტი, მათ შორის, Boeing-ის სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 Globemaster და Lockheed Martin-ის წარმოების C-130 Super Hercules.
სიაში ასევე შედის დამრტყმელი ვერტმფრენები – Apache და Black Hawk.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან F/A-18 Hornet-ის მოიერიშე თვითმფრინავებს, General Atomics-ის მიერ დამზადებულ დრონების სამ სახეობას, მათ შორის, MQ-9B Sky Guardian-ს ითხოვს; ასევე, Lockheed-ის მიერ წარმოებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას THAAD.