ნიკიტა მიხალკოვმა გახსნა ძეგლი, რომელიც არ არსებობს (ვიდეო)

   „მილიციონერ ძია სტიოპას“ ძეგლის გახსნაზე რუსეთში სკანდალური შემთხვევა მოხდა. ცერემონიის წინ ძეგლი უბრალოდ გაქრა. ინცინდენტის შესახებ ტელეკომპანია „რენ ტვ“-იმ სიუჟეტიც მოამზადა. ძეგლი სერგეი მიხალკოვის სახელობის სკოლასთან უნდა დაემონტაჟებინათ. „ძია სტიოპა“ მწერლის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. ძეგლის გახსნაზე სერგეი მიხალკოვის ვაჟი ნიკიტა მიხალკოვი, პოლიციის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ დაპატიჟებულები. თუმცა თვითონ ძეგლი გაუჩინარდა. ნიკიტა მიხალკოვმა აღნიშნა, რომ ცარიელ ადგილს პირველად ხსნის.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2Mw2eiv_bTs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები