“უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟეა” – ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარებაზე უარის თქმის პერსპექტივას “მცდარი” უწოდა.
ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
“უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა – უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა”, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
მან პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია თანხების გამოყოფას მიაღწევს.
აშშ-ის კონგრესის სენატში დღეს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფას უყრიან კენჭს.