“უკრაინის დამარცხებაზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატები იქნება, თუ კონგრესი ფულს არ გამოყოფს” – აშშ-ის ფინანსთა მდივანი

აშშ-ის ფინანსთა მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები იქნება პასუხისმგებელი უკრაინის დამარცხებაზე, თუ კონგრესი კიევის დაფინანსებაზე თეთრი სახლის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„კოლეგების მსგავსად, კონგრესმენებს მეც ვესაუბრე. მათ ესმით სიტუაციის სერიოზულობა. ჩვენ შეიძლება, გავხდეთ პასუხისმგებელი უკრაინის დამარცხებაზე, თუ ვერ შევძლებთ საჭირო დაფინანსებას, მათ შორის, უშუალო საბიუჯეტო მხარდაჭერას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – თქვა იელენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსება ასევე მნიშვნელოვანია ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც უკრაინას უფრო მეტ დახმარებას უწევენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„უკრაინას ფინანსური რესურსები ეწურება. საგადასახადო შემოსავალს სამხედრო ანაზღაურებასა და თავდაცვაზე ხარჯავენ და ჩვენი მხარდაჭერის გარეშე მათ არ ექნებოდათ შესაძლებლობა სკოლების, საავადმყოფოების და სასწრაფო რეაგირების სამსახურების უზრუნველსაყოფადაც კი”,- თქვა მან.

იელენმა დასძინა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ხორციელდება „მკაცრი კონტროლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახსრების ბოროტად გამოყენება ან კორუფცია“. მისი თქმით, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერა გადის მსოფლიო ბანკს, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიკორუფციული გარანტიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები