ზელენსკიმ ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლა გააუქმა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლა, რომელიც 5 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, ბოლო მომენტში გააუქმა.
სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ხელმძღვანელმა, ჩაკ შუმერმა თქვა, რომ ზელენსკი სენატორების ჯგუფის წინაშე კიევის დროით 22:00 საათზე უნდა გამოსულიყო, “ბოლო მომენტში რაღაც მოხდა”.
შუმერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზეზით ვერ მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში ზელენსკიმ.
აშშ-ის სენატმა დღეს უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების დახმარების გამოყოფას უნდა უყაროს კენჭი.