ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 17-მა წევრმა დატოვა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა” 17-მა წევრმა დატოვა. მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს 14 წევრი და ადგილობრივი ორგანიზაციის 3 წარმომადგენელია.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ.

მათივე განმარტებით, პარტია დაყოფილია და არადემოკრატიული პრინციპებით იმართება.

პარტიის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ არ გამორიცხავენ ახალი პოლიტიკურ პლატფორმის შექმნას და არც ნიკა მელიასთან თანამშრომლობას.
ასევე აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ღირებულებების ერთგულნი რჩებიან და გააგრძელებენ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა პარტია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები