პეტრო პოროშენკო: ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას დაუბრუნდება

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის მიერ მიმდინარე წლის მარტში ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას დაუბრუნდება, – განცხადებას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული პრესა პეტრო პოროშენკოზე დაყრდნობით იტყობინება, უკრაინისთვის ყირიმის დაკარგვა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ქვეყანა აუცილებლად დაიბრუნებს მას უკან.
პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ეს სამხედრო გზით არ მოხდება. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება ასოცირების ხელშეკრულების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი რატიფიცირება პარლამენტის მიერ მომდევნო სამშაბათს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები