საქართველოს დამსახურებული მხატვარი ალბერტ დილბარიანი დღეს 95 წლის გახდებოდა

საქართველოს დამსახურებული მხატვარი ალბერტ დილბარიანი დღეს 95 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ალბერტ დილბარიანის წვლილს ქართული მხატვრობის განვითარებაში.
ალბერტ დილბარიანმა 1952 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
1952 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პარიზში მისი ნამუშევრები 1963 წელს გამოიფინა. ალბერტ დილბარიანის პერსონალური გამოფენა გაიმართა 2007 წელს თბილისში, გალერეა „ვერნისაჟში“.
მხატვარს შექმნილი აქვს პეიზაჟური და ჟანრული ხასიათის სურათები, პორტრეტები, ნატურმორტები, კერძოდ: „ბოტანიკური ბაღი“ (1953), „ნორჩი ნატურალისტები“ (1957), „მერცხლები“ (1958), „სამუშაოდან დაბრუნება“ (1960), „ზეიმის წინ“ (1962), „საჩუქრები ფრონტისათვის“ (1964), „რთველი“ (1969), „მსხლები“ (1969), „ძველი თბილისი“ (1965, 1972), „თბილისის ეზო“ (1977), „მხატვრის სამყარო“ (1980), „ოჯახი“ (1985).
ალბერტ დილბარიანმა 1967 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები