ზელენსკი: ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს. კონკრეტული ოპერაციები ძალიან კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც ასევე მისცემს უკრაინას ძალიან კონკრეტულ შედეგებს. ყველაფერი, რაც ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ბრიგადებს სჭირდება, სწორედ ასეთი სპეციფიკიდან უნდა იყოს გათვლილი. კერძოდ, ეს ეხება მობილიზაციის საკითხებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ყველას ესმის, რომ ამ სფეროში ცვლილებებია საჭირო.

„საუბარი არაა მხოლოდ იმათზე, ვინც შეიძლება მობილიზებული იყოს. საუბარია პირობებზე. ეს კომპლექსური საკითხებია, რომელიც უნდა შეიმუშაოს სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ და რომელიც დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს შტაბს“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები