ღაზაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ ისრაელის იერიშს 178 ადამიანი ემსხვერპლა

ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ, ღაზას სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 178-ს მიაღწია.

როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 589-ს შეადგენს.

„დილიდან ამ დრომდე, ისრაელის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 178-მდე გაიზარდა და დაშავდა 589 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ბავშვები და ქალები არიან“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Telegram-ის არხზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. 30 ნოემბერს კი დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები