აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ზავის დასრულებაზე პასუხისმგებლობა „ჰამასს“ ეკისრება. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი იუწყება.
„ჰამასმა“ უარი თქვა აღებულ ვალდებულებებზე. პაუზის დასრულებამდეც კი, მან ჩაიდინა საშინელი ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნა ბლინკენმა დუბაიში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე დასძინა, რომ „ჰამასი“ არ ასრულებდა ვალდებულებებს გარკვეული მძევლების გათავისუფლების კუთხით და რომ აშშ რჩება ინტენსიურად ორიენტირებული მძევლების გათავისუფლებაზე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. 30 ნოემბერს კი დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა.