„ჩვენი სამუზეუმო კოლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი საგანძურით შეივსო“…

ხელოვნების სასახლეში მალე ე.წ. ათონური ხელოვნების ჯვარი გამოიფინება. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„მორიგი სასიხარულო ამბავი, ჩვენი სამუზეუმო კოლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი საგანძურით შეივსო. თქვენ წინაშეა ე.წ. ათონური ხელოვნების ჯვარი. ბზის ხისგან მიკროსკოპული სიზუსტით გამოთლილი მაცხოვრის ჯვარცმისა და ნათლისღების სცენებით. ჯვრის კორპუსი ჩასმულია მოოქრულ ვერცხლში, ბრწყინვალე მინანქარში და გაფორმებულია კეთილშობილი ქვებით. თუმცა ამ ჯვარს აქვს გამორჩეული ისტორიული დატვირთვა – ის დიდ ქართველ მწერლებსა და დრამატურგებს: გიორგი ერისთავსა და დავით ერისთავს ეკუთვნოდათ. გიორგიც და დავითიც სწორედ ამ ჯვრით მონათლუნან.. აღნიშნული რელიკვია კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლემ დავით ერისთავის შთამომავლებისაგან შეისყიდა, ძვირფასი ექსპონატი უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლის საგანძურში გამოიფინება“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები