„ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლება კატასტროფულია“ – გაეროს უმაღლესი კომისარი
ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლება კატასტროფულია, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.
„მოვუწოდებ ყველა მხარეს და მათზე გავლენის მქონე სახელმწიფოებს, სასწრაფოდ გააორმაგონ ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად – ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საფუძველზე“, – აღნიშნა მან.
გაეროს უმაღლესი კომისრის თქმით, ისრაელის ლიდერების ბოლო კომენტარები, რომლებიც მიუთითებს მათი სამხედრო შეტევის გაფართოებისა და გაძლიერების გეგმებზე, შემაშფოთებელია.