დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თემატური მოკვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე თემატური მოკვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მოკვლევა „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით” განხორციელდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მის მიზანს წარმოადგენდა განესაზღვრა თუ რა ცვლილებებია საჭირო ინოვაციებისათვის ხელსაყრელი და წამახალისებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად. ასევე, ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი გარემოს და პირობების ჩამოსაყალიბებლად.

კვლევის სამუშაოები 2023 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. კვლევა მოიცავდა საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მდგომარეობის, ასევე ინოვაციების არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვას. დოკუმენტში ასახულია გამოწვევები და უცხოური გამოცდილება.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის თანადგომით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები