“ჰამასის” ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დღევანდელი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ საბრძოლო მოქმედებების განახლებას უკვე 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათივე თქმით, საჰაერო იერიშების შედეგად ათობით დაშავებულია.

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება “ჰამასის” მიერ პირობების დარღვევის გამო დღეს ჩაიშალა, შესაბამისად, ისრაელის არმიამ საჰაერო იერიშები განაახლა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი საომარ მოქმედებებს უბრუნდება მიზნების შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს ყველა მძევლის გათავისუფლებას, “ჰამასის” სრულ განადგურებას და გარანტიების მიღებას, რომ ღაზას სექტორი “არასდროს იქნება საფრთხის შემცვლელი ისრაელის მოქალაქეებისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები